Ski Trips for International School Groups in Gudauri

სათხილამურო-ტურები საერთაშორისო და ქართული სკოლებისთვის


Ski Gudauri – თქვენი სანდო პარტნიორი – სათხილამურო სკოლა და აღჭურვილობის გაქირავება გუდაურში

გსურთ პროფესიონალი და გამოცდილი პარტნიორი თქვენი სკოლის ზამთრის ტურისთვის?

Ski Gudauri ერთადერთი სკოლაა გუდაურში, რომელსაც აქვს რეალური გამოცდილება და საჭირო რესურსი, რომ უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და მაღალ დონეზე უმასპინძლოს დიდ სასწავლო ჯგუფებს.


რა სერვისს გთავაზობთ?

✔ პროფესიონალური თხილამურისა და სნოუბორდის გაკვეთილები

✔ სრული აღჭურვილობის ქირაობა ჩვენს 4 ფილიალში

✔ ადგილობრივი კოორდინაცია და მხარდაჭერა სასრიალო დღეების განმავლობაში


სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ საცხოვრებელი, ტრანსფერი და სხვა აქტივობებიც, რომლებიც არ არის სრიალთან დაკავშირებული.


რატომ გვენდობიან სკოლები

• ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია გუდაურში, რომელსაც აქვს დიდი ჯგუფების მიღების გამოცდილება

• გვყავს საერთაშორისო და ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც ინგლისურად თავისუფლად საუბრობენ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, არგენტინა) და აქვთ სწავლების სერტიფიკატი.

• გვაქვს პატარა ჯგუფები, რომლის დახმარებითაც მაქსიმალური ყურადღება ექცევა თითოეულ მოსწავლეს.

• თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება შუა აღმოსავლეთისა და ევროპის სკოლებთან. 

• კოორდინაცია და კომუნიკაცია ჯგუფის ხელმძღვანელებთან ყოველდღიურად


ინვენტარის ქირაობა


ჩვენი აღჭურვილობის სერვისი ყველაზე მასშტაბურია გუდაურში, რაც გვაძლევს საშუალებას, სწრაფად და მარტივად მოვაგვაროთ ნებისმიერი ცვლილება— სეზონის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი.

Ski and snowboard rental shop in Gudauri.

• გარანტირებული ხარისხი და ევროპული ბრენდები.

• ინვენტარი მუდმივად განახლებადია

• გამოცდილი თანამშრომლები უზრუნველყოფენ ინვენტარის სწრაფ და ზუსტ მორგებას.


გაკვეთილები


გვყავს დიდი, მრავალენოვანი გუნდი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად ვმართოთ რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა უნარის მქონე მოსწავლეებით. თითოეული ჯგუფი მუშავდება ინდივიდუალურად, უსაფრთხოებასა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით.

Ski lessons gudauri kazbegi

• გაკვეთილების ხანგრძლივობა და განრიგი შეგვიძლია თქვენი მოთხოვნების მიხედვით მოვარგოთ

• ვაწარმოებთ მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ვუზიარებთ ჯგუფის ხელმძღვანელებს.

Ski Gudauri არის ერთადერთი ადგილი გუდაურში, სადაც სკოლები ნამდვილად მიიღებენ ხარისხს, უსაფრთხოებას და ორგანიზებულობას ერთ სივრცეში.

გსურთ დაიწყოთ დაგეგმვა?

ჩვენ უკვე ვიღებთ წინასწარ ჯავშნებს 2026 წლის ზამთრის სეზონისთვის.


დაგვიკავშირდით: info@skigudauri.ge

მოითხოვეთ მეტი ინფორმაცია