თხილამურებით სრიალი და სნოუბორდინგი ყველასთვის გუდაურში

მოგესალმებით სქი გუდაურში, პირველი სათხილამურო/სნოუბორდ სკოლა და გაქირავება გუდაურში!

ჩვენს შესახებ

ჩვენი კვალიფიციური თხილამურის და სნოუბორდის ინსტრუქტორები ატარებენ კერძო/ჯგუფურ გაკვეთილებს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს ერთადერთი საბავშვო სათხილამურო სკოლა გუდაურში, რომელიც გთავაზობთ, თქვენმა ბავშვებმა ისწავლონ მეგობრულ, უსაფრთხო და მხიარულ გარემოში.

ski school georgia

სქი გუდაურის ყველა ინსტრუქტორი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციას და შერჩეულები არიან გამოცდილების და ცოდნის მიხედვით. ჩვენი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან ტექნიკის გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ამაღლებაში. ჩვენ გვყავს ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, ჩეხი, პოლონური, სლოვენური, სერბული, იტალიური, რუსულენოვანი ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიდნენ მთელ მსოფლიოში და ახლა გუდაურს სახლს ეძახიან.

ჩვენი გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა საჭირო აღჭურვილობას ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, თოვლის ტანისამოსი, თხილამური, სნოუბორდი და ფეხსაცმელი ყველა ასაკისათვის. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენი აღჭურვილობა მოწმდება გამოყენების შემდეგ. აღჭურვილობის, გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას.

ჩვენი ისტორია

სქი გუდაური 2013 წელს დაარსა სათხილამურო მბრბოლელმა ალეკო ბენიაიძემ გუდაურიდან და იტალიელმა სათხილამურო რბოლის მწვრთვნელმა ჯოვანი ლაზარინმა. ალექსი და ჯოვანი წარმოადგენდნენ საქართველოს სათხილამურო გუნდს, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე მონაწილეობას იღებდნე მსოფლიოს თასის და მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა ღონისძიებებში. საკუთარი პროფესიონალური ცოდნიდან გამომდინარე, ენთუზიაზმით სავსე ინსტრუქტორების ჯგუფისგან, შექმნეს სათხილამურო სკოლა, რომელიც გახდა ყველაზე დიდი და პოპულარული სკოლა გუდაურში.

სიახლეები

Kids Group Lessons, 2023-2024

ზამთრის სეზონი დღითიდღე უფრო ახლოვდება! იმისათვის, რომ გუდაურში ზამთრის არდადეგებისთვის მზადება გაგიადვილოთ, გთავაზობთ მომავალი სეზონის საბავშვო ჯგუფური თხილამურებისა და სნოუბორდის გაკვეთილების განრიგს. დილის სათხილამურო ჯგუფები: 2023 წლის 25 დეკემბერი – 30 დეკემბერი 2024 წლის 01 იანვარი – 06 იანვარი 11 თებერვალი – 17 თებერვალი სრულად დაჯავშნილია

(more…)

02/10

ჩვენი გუნდი

ლეილა ბალთაჯი

გუნდის წამყვანი ინსტრუქტორი! წარმოშობით ბეირუთიდან, ლიბანი. ენები: ლიბანური არაბული, ინგლისური, ფრანგული.

სტეფან დაბიჩი

თხილამურის/სნოუბორდის ინსტრუქტორი, პარაპლანის პილოტი და პროფესორი სპორტის განხრით, სერბეთიდან. ენები: სერბული, ინგლისური.

თიკა სიგუა

სქი გუდაურის გენერალური მენეჯერი. უზრუნველყოფს ოფისის გუნდის სრულყოფილ მუშაობას.

კატერინა ანაცკაია

სქი გუდაურის სკოლის მენეჯერი.

ალექს ბენიაიძე

სათხილამურო სკოლის “სქი გუდაურის” თანადამფუძნებელი. ქართველი ოლიმპიური მოთხილამურე (სოჭი 2014). საქართველოს სათხილამურო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

კოტე გაბრიჩიძე

საქართველოს ნაკრების წამყვანი ინსტრუქტორი. 25 წლიანი გამოცდილების მქონე სათხილამურო მწვრთნელი და ინსტრუქტორი. ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ჯიოვანნი ლაზზარინი

სათხილამურო სკოლის “სქი გუდაურის” თანადამფუძნებელი.

ირინა ზახარენკო

სქი გუდაურის ტექნიკური დირექტორი. საფრანგეთის სათხილამურო სკოლის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი, ყოფილი სათხილამურო მრბოლელი. სქი გუდაურის კოორდინატორი.

მათე ქავთარაძე

თხილამურის ინსტრუქტორი გუდაურიდან. ენები: ქართული, ინგლისური

კამილ ჩიჩე-ბარილი

თხილამურის ინსტრუქტორი საფრანგეთიდან. ენები: ინგლისური, ესპანური, ფრანგული

ლევანი ნაზღაიძე

თხილამურის ინსტრუქტორი საქართველოდან. საქართველოს ეროვნული სათხილამურო ნაკრების წევრი. ენები: ინგლისური, ქართული

ანა ნეკოლოვა

თხილამურის და სნოუბორდის ინსტრუქტორი ჩეხეთიდან. ენები: ჩეხური, ინგლისური.

კატალინა გავილონდო

თხილამურის და სნოუბრდის ინსტრუქტორი არგენტინიდან. ენები: ესპანური, ინგლისური, პორტუგალიური.

ელრიკ შუმანი

თხილამურის ინსტრუქტორი საფრანგეთიდან. ენები: ფრანგული, ინგლისური, იტალიური, ესპანური და ძირითადი იაპონური.

ჰასანი

სნოუბორდის ინსტრუქტორი ენები: არაბული, ინგლისური, ფრანგული.

პატრიკ ლორენცი

თხილამურის ინსტრუქტორი ავსტრალიიდან. ენები: ინგლისური

სამუელ იეტსი

თხილამურის ინსტრუქტორი ახალი ზელანდიიდან. ენები:ინგლისური

ანი ხერგიანი

სნოუბორდის ინსტრუქტორი საქართველოდან ენები: ქართული, ინგლისური

ანანო ფილფანი

თხილამურის ინსტრუქტორი საქართველოდან.

ლაშა რატიანი

თხილამურის ინსტრუქტორი საქართველოდან. ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

ლუკ ტემპლერი

თხილამურის და სნოუბორდის ინსტრუქტორი. ენები: ინგლისური

ჩვენი სერვისები

  • თხილამურის და სნოუბორდის ინდივიდუალური გაკვეთილები

    სქი გუდაური გთავაზობთ პიროვნებაზე ორიენტირებულ სწავლებას

    დაჯავშნა
  • ბავშვთა სათხილამურო და სნოუბორდ სკოლა

    ჩვენ ვართ ერთადერთი სათხილამურო და სნოუბორდის სკოლა გუდაურში, რომელიც გთავაზობთ ბავშვთა ჯგუფურ გაკვეთილებს 5 წლის ასაკიდან. ჩვენი მცირე ჯგუფები არაუმეტეს 6 ბავშვისა, დაყოფილია ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით, რათა თქვენმა ბავშვმა შეძლოს მეგობრების შეძენა და ნდობის ჩამოყალიბება მხიარულ და გუნდურ გარემოში.რაც მთავარია, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალი ინსტრუქტორების პრიორიტეტი, თქვენი ბავშვის უსაფრთხოებაა.

    დაჯავშნა
  • გაქირავების სერვისი

    ჩვენი გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა საჭირო აღჭურვილობას ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, თოვლის ტანისამოსი, თხილამური, სნოუბორდი და ფეხსაცმელი ყველა ასაკისათვის. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენი აღჭურვილობა მოწმდება გამოყენების შემდეგ. აღჭურვილობის, გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას.

    დაჯავშნა
  • Მაღაზია

    ჩვენი  სპორტული მაღაზია გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, მათ შორის ზამთრის ტანისამოსი, დამცავი აღჭურვილობა, ასევე თხილამურები, დაფები და ბათინკები ყველა ასაკისთვის. ჩვენი ყველა აღჭურვილობა შემოწმებული და სერთიფიცირებულია, რაც გარანტიას იძლევა გამოყენების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. აღჭურვილობის გაკვეთილებთან ერთად შეძენის შემთხვევაში მიიღებთ დიდ ფასდაკლებას!

გამოიწერე სიახლეები