გაქირავების სერვისი

ჩვენი გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა საჭირო აღჭურვილობას, რაც გჭირდებათ ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, მათ შორის ზამთრის ტანისამოსი, დამცავი აღჭურვილობა, თხილამურები, დაფები, ბათინკები, ჩაფხუტები, სათვალეები, ხელთათმანები, სრული კომპლექტი ყველა ასაკისთვის. ჩვენი ყველა მოწყობილობა მოწმდება გამოყენების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი და უსაფრთხოება.
აღჭურვილობის ონლაინ დაჯავშნა შესაძლებელია არაუგვიანეს 24 საათისა. 24 საათზე ნაკლები დროის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის ადგილზე შერჩევა, ჩვენს რომელიმე ოფისში.

img

დაჯავშნისას, გთხოვთ მიუთითოდ თარიღები

გუდაურში სათხილამურო არდადეგებისთვის მზადება ბევრად გამარტივდა!

აირჩიეთ ერთ-ერთი ჩვენი გასაქირავებელი კომპლექტი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ ფერდობებზე შესანიშნავი დროის გასატარებლად!

გამოიყურებოდე კარგად, სქი გუდაურთან ერთად!

სქი გუდაურის გაქირავება გთავაზობთ ფართო არჩევანს სათხილამურო ქურთუკებზე, შარვლებზე, ხელთათმანებზე და სათვალეებზე მთელი ოჯახისათვის. თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი ნივთი, ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა ჩვენი გასაქირავებელი ნივთი იწმინდება და მოწმდება ყოველდღიურად!

ჩვენი ოფისი, რომელიც მდებარეობს სასტუმრო ‘გუდაური ლოჯში’, ღამის სრიალის დღეებში მუშაობს 22:30-მდე!

გჭირდებათ დახმარება ჯავშანზე?

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მეილზე:

rental@skigudauri.ge