ინდივიდუალური სნოუბორდის გაკვეთილები

სნოუბორდის ინდივიდუალური გაკვეთილები საუკეთესო საშვალებაა, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო მთაში. გაკვეთილებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველას, 7 წლის ასაკიდან, როგორც დამწყებებს, ასევე გამოცდილ სნოუბორდისტებსა და ფრი რაიდის მოყვარულებს. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების სწავლის სტილი მორგებულია თქვენს საჭიროებებსა და მიზნებზე. სნოუბორდის ინდივიდუალურ გაკვეთილებზე, მონაწილეობის მიღება შეუძლია მაქსიმუმ 4 ადამიანს, თუ ისინი არიან ერთ და იმავე დონეზე. თითოეულ დამატებით მონაწილესთან ერთად, ფასი ერთ ადამიანზე მცირდება.

Snowboard lessons Gudauri
  • სნოუბორდის ინდივიდუალურ გაკვეთილზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 7 წლის ასაკიდან (თუმცა მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ დაიწყონ უფრო ადრეც!)
  • კერძო გაკვეთილების, რამდენიმე ადამიანისთვის დაჯავშნისას, ყველა მონაწილე უნდა იყოს ერთი და იმავე დონეზე
  • საბაგიროს ბილეთები და აღჭურვილობა არ შედის გაკვეთილების ფასში
  • სნოუბორდის აღჭურვილობის გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას

ინფორმაცია, ფასები და დაჯავშნა