ინდივიდუალური თხილამურის გაკვეთილები

ინდივიდუალური თხილამურის გაკვეთილები საუკეთესო საშვალებაა, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო მთაში. გაკვეთილებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველას, 3 წლის ასაკიდან, როგორც დამწყებებს, ასევე გამოცდილ მოთხილამურეებსა და ფრი რაიდის მოყვარულებს. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების სწავლის სტილი მორგებულია თქვენს საჭიროებებზე, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს თქვენი პროგრესი.

  • კერძო გაკვეთილების, რამდენიმე ადამიანისთვის დაჯავშნისას, ყველა მონაწილე უნდა იყოს ერთი და იმავე დონეზე
  • 3-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის, ინდივიდუალური გაკვეთილების დაჯავშნისას, ერთ ინსტრუქტორს შეიძლება ყავდეს მხოლოდ ერთი ბავშვი. 6-7 წლის ასაკის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 ბავშვისა ერთ ინსტრუქტორზე.
  • საბაგიროს ბილეთები და აღჭურვილობა არ შედის გაკვეთილების საფასურში.
  • თხილამურის/სნოუბორდის აღჭურვილობის გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას. გთხოვთ იხილოთ ჩვენი გაქირავების გვერდი.

ინფორმაცია, ფასები და დაჯავშნა