სამთო სათხილამურო და სნოუბორდის სკოლა - პროფესიონალი ინსტრუქტორები გუდაურში | satkhilamuro instruktorebi | snoubordis instruktorebi

თხილამურებით სრიალი და სნოუბორდინგი ყველასთვის გუდაურში

მოგესალმებით სქი გუდაურში, პირველი სათხილამურო/სნოუბორდ სკოლა და გაქირავება გუდაურში!

Female Ski Instructor teaching kids, Gudauri Ski Resort.

ჩვენ შესახებ

Group of skiers with Ski Gudauri instructor on the slopes of Gudauri Ski Resort, Georgia

ჩვენი კვალიფიციური თხილამურის და სნოუბორდის ინსტრუქტორები ატარებენ კერძო/ჯგუფურ გაკვეთილებს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს ერთადერთი საბავშვო სათხილამურო სკოლა გუდაურში, რომელიც გთავაზობთ, თქვენმა ბავშვებმა ისწავლონ მეგობრულ, უსაფრთხო და მხიარულ გარემოში.

Ski instructor of Ski Gudauri School posing on the ski slope with his student.

სქი გუდაურის ყველა ინსტრუქტორი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციას და შერჩეულები არიან გამოცდილების და ცოდნის მიხედვით. ჩვენი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან ტექნიკის გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ამაღლებაში. ჩვენ გვყავს ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, ჩეხი, პოლონური, სლოვენური, სერბული, იტალიური, რუსულენოვანი ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიდნენ მთელ მსოფლიოში და ახლა გუდაურს სახლს ეძახიან.

Ski Rental shop in New Gudauri.

ჩვენი გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა საჭირო აღჭურვილობას ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, თოვლის ტანისამოსი, თხილამური, სნოუბორდი და ფეხსაცმელი ყველა ასაკისათვის. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენი აღჭურვილობა მოწმდება გამოყენების შემდეგ. აღჭურვილობის, გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას.

ჩვენი ისტორია

სქი გუდაური დაარსდა 2013 წელს მოთხილამურე ალექსი ბენიაიძისა და იტალიელი სათხილამურო მწვრთნელის, ჯოვანი ლაზარინის, მიერ. ალექსი და ჯოვანი წარმოადგენდნენ საქართველოს სათხილამურო გუნდს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და მონაწილეობდნენ მსოფლიოს თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა ღონისძიებებში. საკუთარი პროფესიონალური ცოდნითა და ენთუზიაზმით სავსე ინსტრუქტორების გუნდთან ერთად, მათ შექმნეს სათხილამურო სკოლა, რომელიც გახდა ყველაზე დიდი და პოპულარული სკოლა გუდაურში.

სიახლეები

Kids group ski lessons in Gudauri

Kids Morning Groups 2025-2026

Children’s morning ski group schedule for the winter season 2025 – 2026!

February 9 – 14th
❌ February 16 – 21st ❌ FULLY BOOKED
✅ March 23 – 28th PLACES AVAILABLE

– classes start on Monday

– class time: from 10:00 am to 1:00 pm

– only for children from 5 years old!

– you can book 3/4/5/6 consecutive classes 

– 📍 Groups run from New Gudauri 

For booking please visit Kids School page

Or drop us a message in WhatsApp

30/07

ჩვენი გუნდი

ლეილა ბალთაჯი

გუნდის წამყვანი ინსტრუქტორი! წარმოშობით ბეირუთიდან, ლიბანი. ენები: ლიბანური არაბული, ინგლისური, ფრანგული.

ბესო ჯაფარიძე

ტექნიკური გუნდის უფროსი ინსტრუქტორი სვანეთიდან. პროფესიონალი სამთო მოთხილამურე და საქართველოს სათხილამურო ნაკრების ყოფილი წევრი.

ალექს ბენიაიძე

სათხილამურო სკოლის “სქი გუდაურის” თანადამფუძნებელი. ქართველი ოლიმპიური მოთხილამურე (სოჭი 2014). საქართველოს სათხილამურო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჯოვანი ლაზარინი

Ski Gudauri-ის თანადამფუძნებელი. პროფესიონალი სათხილამურო მწვრთნელი. იყო საქართველოს ეროვნული სათხილამურო გუნდის მთავარი მწვრთნელი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. თავისუფალ დროს კი სიამოვნებით ამზადებს პიცას და მოგზაურობს ველოსიპედით!

Ski Gudauri Team

მარი ბენიაიძე

Ski Gudauri-ის მთავარი მენეჯერი. კურირებს თხილამურებისა და სნოუბორდის სკოლის მთელ ადმინისტრაციულ საქმიანობას. ზრუნავს ოფისის გუნდის გამართული მუშაობისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ზამთრის სპორტული, მოგონებების შექმნაზე.

Ski Gudauri Team

ირინა ბენიაიძე

Ski Gudauri-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. ყოფილი პროფესიონალი მოთხილამურე და ფრანგული სათხილამურო სკოლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. ირინა კურირებს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სკოლის ზრდის ხელშეწყობას. თავისი სტრატეგიული ხედვითა და აქტიური მიდგომით, ირინა უზრუნველყოფს, რომ Ski Gudauri-ის ყველა რგოლი ჰარმონიულად ფუნქციონირებდეს, და ნებისმიერი პრობლემა სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს!

Ski School Gudauri

ტომ ეივერი

ავსტრალიელი მოთხილამურეა, რომელსაც სწავლების გამოცდილება ხუთ კონტინენტზე აქვს. ის ფლობს კანადის სათხილამურო ინსტრუქტორთა ასოციაციის (CSIA) Level 3 ალპური სრიალის სერტიფიკატს და ტრენერის სტატუსს. ენები: ინგლისური, ესპანური.

Ski Instructor Gudauri

თიკა სიგუა

სქი გუდაურის გენერალური მენეჯერი. უზრუნველყოფს ოფისის გუნდის სრულყოფილ მუშაობას.

Ski & Snowboard Instructors Gudauri Ski Resort

ლუკა ქავთარაძე

ლუკას 20 წელზე მეტი სათხილამურო გამოცდილება აქვს და ბოლო 5 წელი აქტიურად ასწავლის. ზამთრის სპორტისადმი სიყვარულთან ერთად, ის მეოთხე კატეგორიის სერტიფიცირებული რაფტინგის გიდი და გამოცდილი კაიაკერია - ნამდვილი ბუნების მოყვარული მთელი წლის განმავლობაში. როგორც პროფესიონალი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი, ლუკა გაკვეთილზე ყოველთვის აქცევს ყურადღებას პოზიტიურ განწყობას, სრიალის სწორ რიტმსა და მოტივაციის ზრდას.

Ski Instructor Gudauri

კატალინა გავილონდო

თხილამურისა და სნოუბორდის ინსტრუქტორი არგენტინიდან. მხიარული და კეთილი პიროვნება, კატალინას განსაკუთრებით უყვარს ბავშვებისთვისა და უფროსებისთვის სწავლება, და მათაც უყვართ ის! ენები: ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური

Ski School Gudauri

ჰასანი

თხილამურებისა და სნოუბორდის გამოცდილი და ენთუზიაზმით სავსე ინსტრუქტორია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დიდი სიყვარულით ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში. მას ერთნაირად სიამოვნებს როგორც დამწყები მოსწავლეებისთვის პირველი ნაბიჯების შესწავლა, ისე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის ტექნიკის დახვეწაში დახმარება.

Ski & Snowboard School in Gudauri - 100% English-speaking instructors

ზაზა აფციაური

თხილამურის ინსტრუქტორი საქართველოდან 🇬🇪 ზაზას აქვს თხილამურებზე სრიალის 16-წლიანი გამოცდილება და 4 წლიანი პრაქტიკა სწავლების სფეროში. მას შესანიშნავად გამოსდის როგორც დამწყები, ისე მაღალ დონეზე მყოფი მოთხილამურებისთვის სწავლება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ზუსტ ინსტრუქციებსა და სრიალის ტექნიკის დახვეწას.

International Ski & Snowboard School in Gudauri, Georgia

კანდელარია რივასი

თხილამურებისა და სნოუბორდის ინსტრუქტორი არგენტინიდან. მისთვის ეს მხოლოდ სპორტი კი არა, არამედ ბუნებასთან, საკუთარ თავთან და სხვებთან დაკავშირების უნიკალური გზაა.

Ski School and Rental Shop in Gudauri, Georgia

Giorgi Gigdeliani

Ski Instructor from Georgia 🇬🇪

International Ski & Snowboard School - Instructors from all over the world

ივანა სიმიცაკოვა

თხილამურებისა და სნოუბორდის ინსტრუქტორი სლოვაკეთიდან. მთელი ცხოვრება სპორტის სხვადასხვა სახეობებით არის დაკავებული, ხოლო ბოლო 7 წლის განმავლობაში მოგზაურობს და სხვადასხვა კურორტებზე სეზონურად მუშაობს. მას უყვარს სწავლება და დიდი სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას მოსწავლეებს.

Kids Ski School - Gudauri, Georgia

სიელ ნიჯიმა

თხილამურების ინსტრუქტორი იაპონიიდან. ასწავლიდა ისეთ კურორტებზე, როგორიცაა იაპონია, ავსტრალია, და სხვა. ამ გამოცდილებას კი ახალ სეზონზე გუდაურში გააზიარებს.

British ski & snowboard instructors in Gudauri, Georgia - private lessons for all ages

ნიკა გაგაძე

გამოცდილი მოთხილამურე გუდაურიდან. ნიკა თხილამურზე 3 წლის ასაკიდან დგას, მან არაერთხელ, წარმატებულად, იასპარეზა საქართველოს სათხილამურო ჩემპიონატებში. დღეს კი მზადაა თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს.

Russian Speaking Ski Instructors in Gudauri.

ემმა ვარვიკი

ენერგიული და პოზიტიური თხილამურების ინსტრუქტორი მზიანი სამხრეთ აფრიკიდან. უზომოდ შეყვარებული ზამთრის სპორტზე, მოგზაურობასა და ყველაფერზე, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული. მრავალი წელი ბავშვებთან მუშაობდა და ქმნის ისეთი გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ, მხიარულად და მოტივირებულად ისწავლონ, განვითარდნენ და შეიყვარონ ეს სპორტი.

Ski racing camps in Gudauri - Ski Gudauri School and Rental Shop

ლაშა გაბრიჩიძე

თხილამურის ინსტრუქტორია, რომელმაც სწავლება 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი გამოცდილება არაერთ ბანაკსა და სამწვრთნელო პროგრამებს ითვლის. ზამთრის სეზონის მიღმაც აქტიურად საქმიანობს, არის ლაშქრობის გიდი და მთამსვლელი, ამიტომ წელიწადის უმეტეს ნაწილს მთაში ატარებს. მისი მრავალწლიანი პრაქტიკა და ბუნებასთან მჭიდრო კავშირი მას ხდის სანდო და თავდაჯერებულ ინსტრუქტორად ნებისმიერი დონის მოთხილამურეთათვის.

ჩვენი სერვისები

  • გაქირავების სერვისი

    ჩვენი გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა საჭირო აღჭურვილობას ფერდობზე კარგი დროის გასატარებლად, თოვლის ტანისამოსი, თხილამური, სნოუბორდი და ფეხსაცმელი ყველა ასაკისათვის. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენი აღჭურვილობა მოწმდება გამოყენების შემდეგ. აღჭურვილობის, გაკვეთილებთან ერთად დაჯავშნის შემთხვევაში, მიიღებთ ფასდაკლებას.

    დაჯავშნა
    Ski and snowboard rental shop in Gudauri.
  • ბავშვთა სათხილამურო და სნოუბორდ სკოლა

    ჩვენ ვართ ერთადერთი სათხილამურო და სნოუბორდის სკოლა გუდაურში, რომელიც გთავაზობთ ბავშვთა ჯგუფურ გაკვეთილებს 5 წლის ასაკიდან. ჩვენი მცირე ჯგუფები არაუმეტეს 6 ბავშვისა, დაყოფილია ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით, რათა თქვენმა ბავშვმა შეძლოს მეგობრების შეძენა და ნდობის ჩამოყალიბება მხიარულ და გუნდურ გარემოში.რაც მთავარია, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალი ინსტრუქტორების პრიორიტეტი, თქვენი ბავშვის უსაფრთხოებაა.

    დაჯავშნა
    Kids sitting on the ski slope during group ski lesson in Gudauri.
  • თხილამურისა და სნოუბორდის ინდივიდუალური გაკვეთილები

    სქი გუდაური გთავაზობთ თქვენს უნარებსა და საჭიროებაზე გათვლილ, პერსონალურ სწავლებებს.

    დაჯავშნა
    Group of skiers with ski instructor in Gudauri.

გამოიწერე სიახლეები